საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის შეხვედრები


საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის გახსნითი ბანაკი: საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის გასვლითი ბანაკი ჩატარდა 10-13 ნოემბერს წყალტუბოში.

შეხვედრაზე განხილული საკითხები: “თანასწორობის უფლება საქართველოს მრავალფეროვნების კვალდაკვალ”, ადამიანის უფლებათა მოკლე ისტორია, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები, სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმები და მნიშვნელობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, შესავალი პოლიტიკურ იდეოლოგიებში.

მოწვეული ექსპერტები: ლელა აქიაშვილი, ოთარ კობახიძე, გიორგი მშვენიერაძე, ივანე ჩხიკვაძე, გიორგი მელაშვილი, ქამრან მამადლი.

პირველი თემატური შეხვედრა: საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის პირველი თემატური შეხვედრა ჩატარდა 16-17 დეკემბერს ქედაში, სოფელ ვაიოში.

შეხვედრაზე განხილული საკითხები: საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება, გამოწვევები და საჭიროებები, სახელმწიფოს მიდგომები და ხედვები უმცირესობების უფლებებზე, სეკულარიზმი და საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება, რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, ქართველი მუსლიმების საჭიროებები და გამოწვევები.

მოწვეული ექსპერტები: ალექსანდრე ქავთარაძე, არჩილ მეტრეველი, ნესტან ანანიძე

მეორე თემატური შეხვედრა: საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის მეორე თემატური შეხვედრა 20-21 იანვარს ბათუმში ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული საკითხები: საარჩევნო სისტემები და არჩევნების ისტორია, პოლიტიკური იდეოლოგიები.

მოწვეული ექსპერტები: რუსლან წულუკიძე, ზვიად აბაშიძე

მესამე თემატური შეხვედრა: საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის მესამე თემატური შეხვედრა 24-25 თებერვალს ქობულეთში ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული საკითხები:  ადგილობრივი თვითმართველობა, ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრაქტიკები, კულტურული მემკვიდრეობის და მისი დაცვის მნიშვნელობა.

მოწვეული ექსპერტები: მალხაზ ჭკადუა, ბექა მინდიაშვილი, ნინო ინაიშვილი

მეოთხე და მეხუთე თემატური შეხვედრა: საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის მეოთხე და მეხუთე თემატური შეხვედრა 22-24 მარტს ქედაში ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული საკითხები: მდგრადი განვითარება და მისი მიზნები, გარემოს დაცვა და მოქალაქის როლი, ახალგაზრდების საჭიროებები და გამოწვევები, ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობა ყოველდღიურობაში, ფემინიზმის განვითარების ისტორია და გენდერული საკითხები

მოწვეული ექსპერტები: სოფიკო ბაბალაშვილი, რატი ჭეიშვილი, მაია რიჟვაძე, ქეთი ბახტაძე

მეექვსე თემატური შეხვედრა: საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის მეექვსე თემატური შეხვედრა 29-30 ივნისს ბათუმში ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული საკითხები: ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, პანელური დისკუსია: აჭარაში სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევების შესახებ. 

მოწვეული ექსპერტები: პაატა ზაქარეიშვილი, თამარ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, თომა კაკაბაძე.