ბლოგების კონკურსი

სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ცხოვრობ აჭარაში და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა. 

კონკურსის თემატიკა:

  • წინასაარჩევნო ხედვები და ახალგაზრდების გამოწვევები;
  • მუსლიმი თემის ხმა არჩევნებში;
  • მთაში მცოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ხმა;
  • სტუდენტების ხედვა პოლიტიკაში ჩართულობაზე(არჩევნებში მონაწილეობა);
  • აჭარაში მცხოვრები შშმ/სსმ პირები, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები  საარჩევნო პროცესში და რა წინაღობას ხვდებიან;
  • ახალგაზრდების აქტივიზმი აჭარაში და მათი როლი არჩევნების პოპულარიზაციაში;

ნაშრომში ნახსენები ისტორია და ხედვები უნდა იყოს რეალური/რეალისტური. 

კონკურსის პირობები

თუ ხარ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი დაწერო ბლოგი კონკურსის თემატიკასთან დაკავშირებით, სოლიდარობის თემი გიწვევეთ ბლოგების კონკურსში. კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი საკითხის არჩევა და გაერთიანება. კონკურსში შერჩეული იქნება 5 ყველაზე საინტერესო ნაშრომი და გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზი 150 ლარის ოდენობით.

    • ნაშრომი შესაძლოა იყოს ანონიმური
  • ნაშრომი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 5 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის 18:00 მდე

ბლოგის წერისას უნდა გაითვალისწინო:

  • ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე;
  • ბლოგი შესაძლოა იყოს ერთ ან გვერდ ნახევრიანი;
  • შრიფტი: Sylfaen;
  • ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი და თარიღი;
  • შრიფტის ზომა: 12;
  • უნდა გამოაგზავნოთ სოლიდარობის თემის მეილზე solidaritycommunityinfo@gmail.com და აღწერაში მიუთითეთ – “ბლოგების კონკურსი”
  • ნაშრომთან ერთად, აღწერაში უნდა აღნიშნოთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი, რათა შევძლოთ დაკავშირება.

გამარჯვებულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით კონკურსის დამთავრების შემდგომ.

ბლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა  „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, რომელსაც “სოლიდარობის თემი“ ახორციელებს.