სოლიდარობის თემის ორგანიზებით 19 – 22 სექტემბერს ჩაქვში ჩატარდა მუსლიმ ქალთა ბანაკი. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემდეგ აქტივობებში:1. ჯგუფური თერაპია და სხეულზე ზრუნვის პრაქტიკები2. უნარების განვითარების ორი ტრენინგი3. ევროინტეგრაცია და დემოკრატია ბანაკში მონაწილეობას იღებდა 20 მუსლიმი ქალი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. პროექტის მიზანია გაზარდოს მუსლიმი ქალების ჩართულობა ყოველდღიურობაში და მხარი დაუჭიროს მათ გაძლიერებას სხვადასხვა ტრენინგ-სემინარების საშუალებით. პროექტი ხორციელდება სოლიდარობის თემის მიერ “თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში” ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით
