ვაკანსია: გრაფიკული დიზაინერი (Motion Graphic Designer)

ერთჯერადი ხელშეკრულება | დისტანციური სამუშაო

სოლიდარობის თემი ეძებს კრეატიულ გრაფიკულ დიზაინერს (Motion Graphic Designer), რომელსაც აქვს გამოცდილება ანიმაციური ვიდეოებისა და გრაფიკული ელემენტების შექმნაში. თუ გსურს იმუშაო ისეთ პროექტზე, რომელიც ემსახურება მრავალფეროვნებას, ინკლუზიასა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობას — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

დასაქმების ფორმა:

დასაქმება განხორციელდება ერთჯერადი ხელშეკრულებით, კონკრეტული ვიდეოსა და ვიზუალური მასალის შექმნაზე. სამუშაო სრულად დისტანციურია და განხორციელდება შეთანხმებული ვადებისა და პირობების ფარგლებში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ერთი მოძრაობის დიზაინზე (Motion Graphics) დაფუძნებული, ისტორიული ვიდეო კონტენტის შექმნა მონტაჟი;

მოთხოვნები:

  • Motion Graphic დიზაინში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი პროგრამების ცოდნა: After Effects, Premiere Pro, Illustrator, Photoshop (ან სხვა ალტერნატიული პლატფორმა);
  • კრეატიული ხედვა და თანამედროვე დიზაინის ტენდენციების ცოდნა;
  • პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სასურველია:

  • გამოცდილება არასამთავრობო სექტორში ან სოციალურ პროექტებში;

რას გთავაზობთ:

  • დისტანციური და მოქნილი სამუშაო რეჟიმი;
  • პროექტზე დაფუძნებული მოკლევადიანი თანამშრომლობა;
  • შესაძლებლობა, იმუშაო საქმიანობაზე, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს;

ანაზღაურება

ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.

როგორ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი?
გთხოვ, გამოგვიგზავნო შენი პორტფოლიო (ანიმაციური ნამუშევრები აუცილებელია) ჩვენი მარკეტინგის გუნდის საფოსტო მისამართზე: solidaritymedia4@gmail.com განაცხადების მიღება გაგრძელდება 25.04.2025  ჩათვლით

სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.