კრებული

ქართულ აკადემიურ წრეებსა  და საზოგადოებაში ძალზედ მწირია ცოდნა ქართველი მუსლიმების შესახებ, მათ შორის, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოებრივი, კულტურული და საზოგადოებრივი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამიტომაც, საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგვემზადებინა კრებული, რომელიც თავს მოუყრიდა და შეკრავდა სხვადასხვა მასალას, შექმნიდა ცოდნას ქართველი მუსლიმი  მოღვაწეების  შესახებსწორედ ამის გამო, პირველი კრებულისთვის შეირჩა აჭარა და აჭარელი მუსლიმები. ბიოგრაფიების კრებულში წარმოდგენილი პერიოდი მოიცავს XIX-XX საუკუნეების პერიოდში წამოწყებულ პოლიტიკურცნობიერებით პროცესებს, რომლებიც ერთიანი ქართული ერისახელმწიფოს ფორმირებას, ქართველთა ერთობას ისახავდა მიზნად.

  • მკვლევარი:    ზაზა მიქელაძე
  • ასისტენტი:     გიორგი ბროლაძე
  • დიზაინი:        მაია რიჟვაძე
  • რედაქტორი:   სოფო ზვიადაძე, ოქტაი ქაზუმოვი
  • ტექსტის რედაქტორი:  გიორგი ღვინჯილია
  • წინასიტყვაობის რედაქტორი:  ქეთევან სართანია