9 მაისს, ევროპის დღეს, სოლიდარობის თემი უერთდება საერთო ევროპული ღირებულებების აღიარებას – დემოკრატიის, თავისუფლების და მრავალფეროვნების პატივისცემას.
როგორც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან, ჩვენთვის ევროპა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირი არ არის. ევროპა პირველ რიგში, არის ფასეულობათა სისტემა, რომლის საფუძველზეც ვგეგმავთ ჩვენს საქმიანობას, ვზრდით აქტივიზმს და ვაძლიერებთ მოქალაქეობრივ ჩართულობას.
დღეს, როდესაც საქართველოში იზრდება საზოგადოებრივი უკმაყოფილება და მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ სამოქალაქო სექტორის როლს. ჩვენი ვალია – დავიცვათ ადამიანის უფლებები, თანასწორობა და თავისუფალი გამოხატვის უფლება, თუნდაც მაშინ, როცა ამისთვის გვიწევს წინააღმდეგობის გაწევა.
სოლიდარობის თემა რჩება ერთგული ღირებულებითი ევროპული კურსის, რომელიც მოიცავს მრავალფეროვნებას, სოლიდარობას და ერთიანობას.
