სოლიდარობის თემი გილოცავთ დაახლოების დღესასწაულს!
ვიდეო მომზადებულია ბლოგების კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის მიერ და წელს ამ განსხვავებული ფორმატით Სოლიდარობის თემი გილოცავთ დაახლოების დღესასწაულს, რომელსაც მუსლიმები დღეიდან სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. დაე ამ დღესასწაულმა და მისმა სოლიდარობის, სიკეთისა და თანაგანცდის მნიშვნელობებმა მოიტანოს წარმატება, კეთილდღეობა და მშვიდობა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. დაე, ის იყოს შთაგონება საზოგადოებრივი ერთობისა და ურთიერთდახმარების განახლებისთვის.
დაახლოების დღესასწაულზე მილიონობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მექას წმინდა მიწაზე ასრულებს პილიგრიმობის რიტუალს და გამოხატავს მადლიერებას. გარდა, ამისა მუსლიმები სწირავენ შესაწირს და ეკონომიკურად ეხმარებიან ერთმანეთს. დღესასწაული ხელს უწყობს ოჯახების, ახლობლების, თემისა და ზოგადად ადამიანების გაერთიანებას.
ახლა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ერთობის, სოლიდარობისა და სამართლიანობის მტკიცე დაცვა.
