12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ქვეყანაში მიმდინარე – სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა “სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელი ნესტან ანანიძე, რომელმაც ისაუბრა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ- არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.
სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას და ერთიანდებიან საზიარო ინტერესების ირგვლივ.
შეხვედრის პარალელურად გაიმართა ფოტოგამოფენა „ქართული ხის მეჩეთები“.