მედია სკოლა ახალგაზრდებისთვის

2023 წლის მარტში დავიწყეთ „მედიასკოლის“ პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობდა, სხვადასხვა სკოლის 15-17 წლის მოსწავლეებისთვის OWIS მეთოდოლოგიით მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა 7 შეხვედრა მედიასკოლის შერჩეულ 22 მონაწილესთან. სწავლება მიმდინარეობდა დოკომენტურ ფილმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცოდნა დეზინფორმაციის შექმნის მიზნებზე, რუსულ პროპაგანდაზე, ფიშიგზე, სკამინგზე, მისგან თავისდაცვის მექანიზმებსა და აქტიურად იყვნენ ჩართულნი შიდა კონკურსებში, რაც თავის მხრივ მოიცავდა მიღებული ცოდნით სხვადასხვა საპუბლიკაციო მასალის (ფოტო, ვიდეო, ბლოგი) მასალის შექმნას. აღსანიშნავია, ისიც, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარდა 3 გასვლითი შეხვედრა მთიანი აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთანაც.

პროექტი ხორციელდებოდა 9 თვის განმავლობაში (2023  1 მარტი- 2023 30 ნოემბერი)  ორგანიზაციის PEOPLE IN NEED- ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომოკისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში. პროექტის ბიუჯი შეადგენდა 17 000 ლარს.