სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ცხოვრობ აჭარაში და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა.
კონკურსის თემატიკა:
- მისწერე წერილი თანატოლს, მომავალ თაობას ან/და უფროს თაობას როგორც აქტივისტმა;
- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად არსებული გამოწვევები (სოციალურ – ეკონომიკური ან სხვა);
- საპროტესტო ხმა აჭარიდან;
კონკურსის პირობები
თუ ხარ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი დაწერო ბლოგი კონკურსის თემატიკასთან დაკავშირებით, სოლიდარობის თემი გიწვევეთ ბლოგების კონკურსში. კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი საკითხის არჩევა და გაერთიანება. კონკურსში შერჩეული იქნება 5 ყველაზე საინტერესო ნაშრომი და გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზი 150 ლარის ოდენობით.
- ნაშრომი შესაძლოა იყოს ანონიმური
- ნაშრომი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 20 თებერვლიდან 28 თებერვლის 18:00-მდე
- უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა კონკურსში
ბლოგის წერისას უნდა გაითვალისწინო:
- ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე;
- ბლოგი შესაძლოა იყოს ერთ ან გვერდ ნახევრიანი;
- შრიფტი: Sylfaen;
- ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი და თარიღი;
- შრიფტის ზომა: 12;
- უნდა გამოაგზავნოთ სოლიდარობის თემის მეილზე solidaritycommunityinfo@gmail.com და აღწერაში მიუთითეთ – “ბლოგების კონკურსი”
- ნაშრომთან ერთად, აღწერაში უნდა აღნიშნოთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი, რათა შევძლოთ დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებებს!
დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტებს