ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის

18-20 აგვისტოს სოლიდარობის თემმა გამართა საზაფხულო ბანაკი “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის”.
ბანაკში მონაწილეობას იღებდა 20 ახალგაზრდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს მოხსენებები წაუკითხეს მალხაზ ნაკაშიძემ თემებზე: დემოკრატია, აქტიური მოქალაქე და ევროინტეგრაციის პერსპექტივები.
მალხაზ ჭკადუამ კი ისაუბრა შემდეგ საკითხებზე საკითხებზე: რას გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანია, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სახელმწიფო რესურსების პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, არჩევნების დღე, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებული სიახლეები.

პროექტი განხორციელდა Dalan Found-ის ფინანსური მხარდაჭერით