სოლიდარობის თემი ეძებს გრაფიკულ დიზაინერს, პროგრამისტს ან მომიჯნავე პროფესიის მქონე ადამიანებს, რომლებიც შექმნიან აჭარაში არსებული მეჩეთების ტურისტულ რუკას. აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას ორ პოზიციაზე: გრაფიკული დიზაინერი – რომელიც დაამზადებს ტურისტულ რუკას და პროგრამისტი – რომელიც გააკეთებს ინტერაქტიულ რუკას.
ვინ ვართ ჩვენ?
სოლიდარობის თემი არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის მიზანია რეგიონის (აჭარის) შესახებ ცნობადობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, მუსლიმი თემის თვითორგანიზების მხარდაჭერა და სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლებასაკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
მისია
ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში აჭარისმრავალფეროვნების წარმოჩენას, სოციალური თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას. ადამიანის უფლებების დაცვისა და სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრების გზით.
სამუშაო აღწერილობა იყოფა ორ ეტაპად:
• აჭარაში არსებული მეჩეთების დასაბეჭდი ტურისტული რუკის შექმნა
• აჭარაში არსებული მეჩეთების ინტერაქტიული ტურისტული რუკის შექმნა
რუკის შექმნისთვის გათვალისწინებული სამუშაო პერიოდი: 1 თვე
ანაზღაურება: ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე solidaritycommunityinfo@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ „რუკის დამზადება“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.
დაინტერესებულმა პირებმა (ფიზიკურმა პირებმა) გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და გრაფიკული ნამუშევარი 20 სექტემბერს 18:00 სთ-მდე.
სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.