სოლიდარობის თემი ეძებს კონსულტანტს მოკლევადიანი დროით, რომელიც მას დაეხმარება ორგანიზაციის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაში
ვინ ვართ ჩვენ?
სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და ისტორიის კვლევა; ქალების, ახალგაზრდების, ლგბტ პირებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების შესწავლა და დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და წარმოჩენა; რეგიონალური და სათემო განვითარების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერება და განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რის შედეგადაც ის უნდა გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და ძლიერი გაერთიანება.
ექსპერტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა:
- სოლიდარობის თემის არსებული სტრატეგიული დოკუმენტის გადახედვა და განახლება;
- სოლიდარობის თემის მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში
- ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ანალიზი და შეფასება
- სტრატეგიული დაგეგმვის კონცეპტუალური მოდელის შემუშავება
ექსპერტის კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, მართვაში; ორგანიზაციულ განვითარებაში, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაში; ეკონომიკაში ან მომიჯნავე დარგებში;
- ორგანიზაციული განვითარების ტრენერად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი და სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
- ეფექტური სატრენინგო მოდულების შექმნისა და განხორციელების გამოცდილება;
- მრავალფეროვან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
- დროის მართვისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტური უნარი.
- რეგიონულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოს აღწერა
- სოლიდარობის თემის არსებული სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა
- ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესისა და ამოცანების გაუმჯობესება
- დოკუმენტებზე მუშაობისას სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია (დისტანციურად და პირისპირ)
- საბოლოო დოკუმენტების ფორმირება
ანაზღაურება
ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Info@sc.org.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „სტრატეგიული განვითარების ექსპერტი“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.
დაინტერესებულმა პირებმა (ფიზიკურმა პირებმა) გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 მაისის 18:00 სთ-მდე.
სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.