23 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ხელვაჩაურის მეჩეთში მოეწყო კიდევ ერთი ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა. ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი მრევლისთვის გაეცნონ რეგიონში არსებულ უნიკალურ ქართულ ისლამურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ასევე ადგილზე დამთვალიერებელს გადავეცით სოლიდარობის თემის მიერ მომზადებული ხის მეჩეთების რუკები. გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “სოლიდარობის თემი” საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.
