ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ახალ (თავისუფლების) მეჩეთში

9, 10 და 11 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით, ბათუმის ახალ (თავისუფლების) მეჩეთში მოეწყო ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა. ადგილზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშები. მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მრევლისთვის მსგავსი ტიპის გამოფენა. ეს იყო საშუალება, ახლოდან გვეჩვენებინა ის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, რომელიც ჩვენს რეგიონში უკვე საუკუნეზე მეტი ხანია არსებობს.
 
🔗ასევე ადგილზე დამთვალიერებელს გადავეცით სოლიდარობის თემის მიერ მომზადებული ხის მეჩეთების რუკები. რუკების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://solidaritycommunity.ge/mapajara/
 
🔶გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “სოლიდარობის თემი” საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.