ექოსკოპიური გამოკვლევისთვის და კონსულტაციები აჭარაში

10 და 11 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის ზვარესა და წონიარისის სოფლებში, დაბა ხულოში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროაშვილებში, ჩატარდა ორ დღიანი გინეკოლოგიური გამოკვლევები ქალებისთვის.

პირველადი ექოსკოპიური გამოკვლევისთვის და კონსულტაციებისთვის მოწვეული იყო გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, რომელმაც ორი დღის განმავლობაში 45 ქალს შესთავაზა აღნიშნული სერვისი.

ხაზგასასმელია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით, რადგან მთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის თითქმის სრულად ხელმიუწვდომელია არაერთი ჯანდაცვის სერვისი, მათ შორის ექოსკოპიისა და კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, შვედეთის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში