ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით

“ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტი მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ. (Embassy of Switzerland in Georgia)

პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, ინკლუზიური და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერებით, უმცირესობების სისტემურ პრობლემებზე დომინანტური ნარატივების შეცვლით და საერთო გამოწვევებსა და ინტერესებზე კონსენსუსის მიღწევით.

პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები იყოფა სამ ამოცანად:

1.     მთიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი თემის პრობლემების და საჭიროების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან ადვოკატირების გზით.

2.     თბილისში მცხოვრები ქართველი მუსლიმი სტუდენტებისთვის სადისკუსიო პლატფორმის ჩამოყალიბება.

3.     ინკლუზიური, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში მედია ადვოკატირებისა და საჯარო შეხვედრების გზით.

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 40.000 ევროს განხორციელების პერიოდი: 2024 წლის 15 მაისი – 2025 წლის 15 სექტემბერი