სოლიდარობის თემმა წარადგინა კვლევა “ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში”. 13 დეკემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე მოწვეული იქნენ კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვების დასმისა და დისკუსიის.
შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა ქრისტინე მუჯირმა, ის კვლევის ავტორია და ისაუბრა მთავარ მიგნებებსა და შინაარსზე. ირინე კოშორიძე ასოცირებული პროფესორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ისლამური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე დასვა აქცენტები. ნესტან ანანიძემ, რომელიც სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელია – ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
სოლიდარობის თემი განაგრძობს მსგავსი ფორმატის შეხვედრების ორგანიზებას აჭარასა და თბილისში, რათა ხელი შეუწყოს განადგურების საფრთხის წინაშე მყოფი ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის – მეჩეთების გადარჩენის პროცესს. ასევე, მალე გამოვაქვეყნებთ ზემოთ აღნიშნულ კვლევას.
პროექტს მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) პროექტის ფარგლებში.