ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში

პროექტი “ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარა” მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia)

პროექტის მიზანია ზემო აჭარის სოფლად (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრებ ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გაზრდა ტრენინგ-საინფორმაციო შეხვედრების გზით. ასევე, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება ზემო აჭარაში ქალებისთვის პირველადი პრევენციული სერვისების მიწოდებით. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს აქტივისტების და ქვირის საზოგადოების წევრების ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობას სათანადო სერვისების მიწოდებით. პროექტის განმავლობაში მოხდება აჭარის მთავრობის მიერ განხორციელებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში ქალთა და ქვირ თემის რეპროდუქციული უფლებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ადვოკატირება.

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 84 230 ლარს.