სოლიდარობის თემის ორგანიზებით 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ქობულეთში ჩატარდა საზაფხულო ბანაკი “ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”.
სემინარზე მოწვეული გვყავდა ორი მომხსენებელი: ივანე ჩხიკვაძე და მალხაზ ჭკადუა. სესიები დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობასა და ამ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობას. სემინარზე ასევე განხილული იყო წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკა, არჩევნების ელექტრონული საშუალებებით ჩატარების პროცედურები და ამომრჩევლის უფლებები
ბანაკში მონაწილეობას იღებდა 20 ახალგაზრდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების მხარდაჭერა.
პროექტი ხორციელდება “სოლიდარობის თემის“ მიერ „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.
სოლიდარობის თემი გააგრძელებს არჩევნების საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა ფორმით.