“ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში” პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სოლიდარობის თემმა ჩაატარა ინტენსიური 5 დღიანი ტრენინგ-კურსი ახალგარდებისთვის. ბანაკში მიღებული ცოდნა ახალგაზრდებმა გამოიყენეს მათივე თემში, კერძოდ, შეადგინეს პეტიციები და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები.
აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 5166 გირვანქა სტერლინგს.