დისკრიმინაციითა და სიძულვილის ენით მოტივირებული დანაშაულები საფრთხის ქვეშ აყენებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსა და ადამიანებს. მათ შორის ქალებს, სექსუალურ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თანასწორობაზე, მრავალფეროვნებაზე, ინკლუზიურობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება და ინსტიტუტების გამართული მუშაობა.
დღეს საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად არ გრძნობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მმართველი ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც არ საუბრობს ურთიერთპატივისცემის, მიმღებლობისა და შემწყნარებლობის ენით, არამედ იღებს ჰომოფობიურ კანონებს.
წლებია ხელისუფლება ახდენს ლგბტქი თემის ინსტუმენტალიზებას და საზოგადოებაში თესავს სიძულვილს, რაც ამძაფრებს საზოგადობაში ძალადობრივ დამოკიდებულებას და ჰომოფობიას. წლებია საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს კლავენ და უზღუდავენ საარსებო რესურზე წვდომას. სამწუხაროდ, გუშინ ვიხილეთ კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობის ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ანტი-ლგბტ კანონის მიღება ხელისუფლების მხრიდან.
სოლიდარობის თემი ვუსამძიმრებთ მოკლული კესარია აბრამიძის ოჯახსა და ახლობლებს