ვინ ვართ ჩვენ?
გაიგეთ მეტისოლიდარობის თემის მისია და ღირებულებები
გაიგეთ მეტი
Previous slide
Next slide
სოლიდარობის თემის სამუშაო მიმართულებები
სოლიდარობის თემის განცხადება
დისკრიმინაციითა და სიძულვილის ენით მოტივირებული დანაშაულები საფრთხის ქვეშ
ქართველი მუსლიმი თემის გამოწვევები და პოლიტიკური დღის წესრიგი
14 სექტემბერს, სოლიდარობის თემმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე:
გენდერული უთანასწორობის პრობლემა საქართველოში
კაცობრიობის განვითარება უძველესი დროიდან იღებს სათავეს, უკვე ქვის
ფოტოგალერია
Previous
Next
"ქალთა ბანაკში გავატარე სასწაული დღეები შესანიშნავ ადამიანებთან ერთად. გავიგე მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ, ასევე რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და გენდერული თანასწორობა. ეს თემები 21-ე საუკუნეში აქტუალურია, მაგრამ საზოგადოება ნაკლებ და არასრულ ინფორმაციას ფლობს. ჩვენი, ახალგაზრდების მიზანი სწორედ ესაა ცნობიერების ამაღლება, ამ ყველაფერში კი "სოლიდარობის თემი" გვეხმარება."
ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა, რადგან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს მსგავს რესურსებთან ხელმისაწვდომობა. აუცილებელია, რომ არსებობდნენ მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტში დემოკრატიის განვითარებისკენ და აწვდიან ინფორმაციას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს
მედიასკოლა ეს არის სივრცე თავისუფლებისთვის, კრიტიკული აზროვნებისთვის და კომუნიკაციისთვის. დღეს საქართველოში
კრიტიკული აზროვნების ნაკლებობაა რაც გამოწვეულია არაინფორმირებულობის და დეზინფორმაციის გამო. ვფიქრობ მეტი მსგავსი ორგანიზაცია და პროექტია საჭირო განსაკუთრებით რაიონებში სადაც რესურსების ნაკლებობაა.
მე მონაწილეობა მივიღე სოლიდარობის თემის პროექტში, რომელიც ეხებოდა თავსაფრიანი ქალების დასაქმებისა და განვითარების საკითხებს. პროექტი მოიცავდა ფორუმს, სხვადასხვა აქტივობებსა და კვლევას თუ ვინ არიან თავსაფრიანი ქალები, რისი გავლა უწევთ თვითგანვითარებისა და თვითგამორკვევისთვის, რა პრობლემებს ვხვდებით და სხვა მრავალი. პროექტი დამეხმარა, რომ ჩემი პოზიცია, იდენტობა და თავსაფრიანი ქალების გამოწვევები მიმეტანა დიდ აუდიტორიამდე.
ჩემ სოფელში დეკანაშვილებში, ახალგაზრდებს არ აქვთ განვითარების შესაძლებლობები. იმისათვის, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი სოფლის ყოველდღიურობა საჭიროა უფრო მეტი აქტიური მოქალაქე. მსგავსი პროექტები ახალგაზრდებში აძლიერებს მოტივაციის და მათ აძლევს საზოგადოებრივი ცვლილებისთვის აუცილებელ განათლებას.
ბათუმში სოლიდარობის თემის ორგანიზებით აჭარული ხის მეჩეთების გამოფენა მოეწყო. მსგავსი გამოფენები მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის, რაც ქმნის მრავალფეროვან გარემოს. ჩვენი კუთხე, ამ მიმართულებით გამორჩეული და თვალსაჩინო, ამიტომ კულტურულ მემკვიდრეობას ყურადღების მიქცევა და დაცვა სჭირდება. ჩემი აზრით, მსგავსი გამოფენები ხშირად უნდა მოეწყოს და თვალსაჩინო გახდეს ყველასათვის.
Previous
Next