სოლიდარობის თემის“ წევრებმა: ჰურიე აბაშიძემ, ნესტან ანანიძემ, ზაზა მიქელაძემ, ლია დეკანაძემ, ელდარ ჯავახიძემ, ავთანდილ შერვაშიძემ, მაია რიჟვაძემ, ლელა დეკანაძემ და თორნიკე აბულაძემ „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისს მიმართეს საჩივრით, რომელიც უკავშირდებოდა 2021 წლის 15 ივნისის, გადაცემა „იმედის ფაქტორში“, თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას. საჩივრით მოთხოვნილი იყო სადავო მასალის მოხსნა ტელეიმედის პლატფორმიდან და სათანადო რეაგირების მოხდენა გადაცემის სტუმრის მიერ გაკეთებული განცხადების საპირწონედ.
„ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭომ, აღნიშნულ საჩივარზე, 2021 წლის 10 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 31-ე მუხლის და 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა.