ქართველი მუსლიმები

თავისუფლება

მე სკოლაში მასწავლეს, რომ უნდა მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და ვიყო პატრიოტი. მასწავლეს, რომ არაფერია თავისუფლებაზე ძვირფასი. მასწავლეს, რომ შუბლის ძარღვი არ უნდა გავიწყვიტო. მეც ვსწავლობდი, ყურადღებით. ვიზეპირებდი სამშობლოზე  დაწერილ ლექსებს და თითოეულ სიტყვას გონებაში ვინახავდი. ახლა ვხვდები, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა ბევრად გვიან გავიაზრე – მაშინ, როცა თავისუფლების წართმევა დაგვიპირეს, როცა მმართველმა პარტიამ იმ გზას […]

თავისუფლება Read More »

წერილი მომავალს

გამარჯობა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობავ! დარწმუნებული ვარ, ახლა თქვენ/ჩვენ ყველა ერთად, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ისტორია სხვაგვარად წარიმართა და სულ სხვა წყობის ქვეყანაში მოგიწიათ გაღვიძება.  ამ წერილს როცა ვწერ, სტუდენტი ვარ. ირონიულია – ჩემი სტუდენტობა პანდემიით დაიწყო და რეპრესიებით სრულდება. ასეთია რეალობა. იცით? როცა სკოლაში ვსწავლობდი 9 აპრილისა და

წერილი მომავალს Read More »

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

“ძვირფასო ძმანო! დღეს თქვენი მოძმე ქართველი მაჰმადიანები გილოცავთ საქართველოს განთავისუფლებას. გილოცავთ მრავალტანჯულ საქართველოს დამოუკიდებლობას!” – ასე მიმართა ჰაიდარ აბაშიძემ ქართველი მუსლიმების სახელით საქართველოს ეროვნულ საბჭოს 1918 წლის 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის სიმბოლო მრავალფეროვნების, ერთობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ბოროტის კეთილზე გამარჯვებისა. დღეს, როგორც არასდროს, გვესმის, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი – ის

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Read More »

ხის მეჩეთების გამოფენა ხელვაჩაურის მეჩეთში

23 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ხელვაჩაურის მეჩეთში მოეწყო კიდევ ერთი ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა. ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი მრევლისთვის გაეცნონ რეგიონში არსებულ უნიკალურ ქართულ ისლამურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ასევე ადგილზე დამთვალიერებელს გადავეცით სოლიდარობის თემის მიერ მომზადებული ხის მეჩეთების რუკები. გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “სოლიდარობის თემი” საქართველოში

ხის მეჩეთების გამოფენა ხელვაჩაურის მეჩეთში Read More »

ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში

16 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ბათუმის ცენტრალურ (ორთა ჯამე) მეჩეთში მოეწყო კიდევ ერთი ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა.ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი მრევლისთვის გაეცნონ რეგიონში არსებულ უნიკალურ ქართულ ისლამურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.ასევე ადგილზე დამთვალიერებელს გადავეცით სოლიდარობის თემის მიერ მომზადებული ხის მეჩეთების რუკები.გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს

ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში Read More »

ექოსკოპიური გამოკვლევისთვის და კონსულტაციები აჭარაში

10 და 11 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის ზვარესა და წონიარისის სოფლებში, დაბა ხულოში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროაშვილებში, ჩატარდა ორ დღიანი გინეკოლოგიური გამოკვლევები ქალებისთვის. პირველადი ექოსკოპიური გამოკვლევისთვის და კონსულტაციებისთვის მოწვეული იყო გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, რომელმაც ორი დღის განმავლობაში 45 ქალს შესთავაზა აღნიშნული სერვისი. ხაზგასასმელია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონში ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

ექოსკოპიური გამოკვლევისთვის და კონსულტაციები აჭარაში Read More »

ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ახალ (თავისუფლების) მეჩეთში

9, 10 და 11 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით, ბათუმის ახალ (თავისუფლების) მეჩეთში მოეწყო ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა. ადგილზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშები. მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მრევლისთვის მსგავსი ტიპის გამოფენა. ეს იყო საშუალება, ახლოდან გვეჩვენებინა ის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, რომელიც ჩვენს რეგიონში უკვე საუკუნეზე მეტი ხანია არსებობს. ასევე ადგილზე დამთვალიერებელს

ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ახალ (თავისუფლების) მეჩეთში Read More »

კრებული

ქართულ აკადემიურ წრეებსა  და საზოგადოებაში ძალზედ მწირია ცოდნა ქართველი მუსლიმების შესახებ, მათ შორის, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოებრივი, კულტურული და საზოგადოებრივი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამიტომაც, საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგვემზადებინა კრებული, რომელიც თავს მოუყრიდა და შეკრავდა სხვადასხვა მასალას, შექმნიდა ცოდნას ქართველი მუსლიმი  მოღვაწეების  შესახებ.  სწორედ ამის გამო, პირველი კრებულისთვის შეირჩა აჭარა და აჭარელი მუსლიმები. ბიოგრაფიების

კრებული Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება საციხურის მეჩეთზე

3 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი საციხურის ხის მეჩეთი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა. სოლიდარობის თემი მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს მუსლიმებისა და სრულიად საქართველოს. საციხურის მეჩეთს ჰქონდა ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. ასევე, მას გააჩნდა მიჰრაბი (საკურთხეველი), მინბარი (საფეხურებიანი კათედრა), გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური

სოლიდარობის თემის განცხადება საციხურის მეჩეთზე Read More »

მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში

ქართველებს ისლამთან შეხება მისი აღმოცენების პირველივე საუკუნეში მოუწიათ. მეშვიდე საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველოში არაბთა გამოჩენამ და მათთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის დამყარებამ ქართულ ენაში ამ სარწმუნოების მქონე ხალხისთვის ახალი ეთნონიმისა და კონფესიონიმის გაჩენის აუცილებლობა გამოიწვია. სავარაუდოდ, ქართველები არაბებს მეშვიდე საუკუნემდეც იცნობდნენ. სემიტ ხალხთა გენეზისის ისტორია ქრისტიან ქართველთათვის ბიბლიიდან ნაცნობი უნდა ყოფილიყო. როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს, თვით არაბების

მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში Read More »