მიმდინარე პროექტები

ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში

პროექტი “ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარა” მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia) პროექტის მიზანია ზემო აჭარის სოფლად (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრებ ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გაზრდა ტრენინგ-საინფორმაციო შეხვედრების გზით. ასევე, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება ზემო აჭარაში ქალებისთვის პირველადი პრევენციული სერვისების მიწოდებით. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის …

ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში Read More »

სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერება და განვითარება ეფექტური სათემო მუშაობისთვის

პროექტი “სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერებადა განვითარება ეფექტური სათემო მუშაობისთვის” ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.  პროექტი მოიცავს ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციას, ორგანიზაციის არსებული სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებას, რევიზიასა და განახლებას და ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სისტემის შემუშავება და დანერგვას. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 9 770 ევროს.