მაღალმთიანი აჭარა

იქ, ნისლებში

აჭარა ყოველთვის მასევდიანებდა. ეს ხალხი და ეს ადგილი  დილის უღონო, ყვითელ მზეს ჰგავს, სიცივეში, რომ ანათებს, მაგრამ ვერაფრით ერევა გაბმულ ყინვას.  აჭარაში მგონია, რომ მხოლოდ აჭარელი შეძლებს ცხოვრებას. მხოლოდ მას შეუძლია ამ გახუნებულ სიმწვანეში კაეშნის გარდა კიდევ  სხვა, რაღაც შრატისფერი იმედი დაინახოს და მისი გულისათვის, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ხუმრობაზე გაიცინოს. ხუმრობაზე, რომელიც დიდი […]

იქ, ნისლებში Read More »

რაც არ ისმის

დილაა.ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს.გარე განათება დაღლილი ციმციმით ანათებს ცარიელ ქუჩებს.  სიჩუმეა, ისეთი სიჩუმე, როგორიც ღვთის მოლოდინში მყოფ სამყაროს აქვს. მოულოდნელად ჰაერში რაღაც ნაზი, სევდანარევი ხმა იბადება.შორიდან მოედინება, ცვარივით ეშვება სახურავებს, ბზარებსა და  ფანჯრებს შორის.ეს ეზანია.ვერ ვხედავ იმ ადამიანს, ვინც კითხულობს.მაგრამ ვგრძნობ – ეს ხმა სხეულს ეკუთვნის, სულს, ოჯახს, რწმენას… ეზანი ქალაქს მუსლიმი თემის არსებობას ახსენებს

რაც არ ისმის Read More »

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

“ძვირფასო ძმანო! დღეს თქვენი მოძმე ქართველი მაჰმადიანები გილოცავთ საქართველოს განთავისუფლებას. გილოცავთ მრავალტანჯულ საქართველოს დამოუკიდებლობას!” – ასე მიმართა ჰაიდარ აბაშიძემ ქართველი მუსლიმების სახელით საქართველოს ეროვნულ საბჭოს 1918 წლის 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის სიმბოლო მრავალფეროვნების, ერთობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ბოროტის კეთილზე გამარჯვებისა. დღეს, როგორც არასდროს, გვესმის, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი – ის

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Read More »

კრებული

ქართულ აკადემიურ წრეებსა  და საზოგადოებაში ძალზედ მწირია ცოდნა ქართველი მუსლიმების შესახებ, მათ შორის, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოებრივი, კულტურული და საზოგადოებრივი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამიტომაც, საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგვემზადებინა კრებული, რომელიც თავს მოუყრიდა და შეკრავდა სხვადასხვა მასალას, შექმნიდა ცოდნას ქართველი მუსლიმი  მოღვაწეების  შესახებ.  სწორედ ამის გამო, პირველი კრებულისთვის შეირჩა აჭარა და აჭარელი მუსლიმები. ბიოგრაფიების

კრებული Read More »

შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში

12 ოქტომბერს, 17 საათზე, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გიწვევთ სამოქალაქო დიალოგზე.სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას და ერთიანდებიან საზიარო ინტერესების ირგვლივ.დიალოგის მონაწილეებს საკუთარ ხედვას გააცნობენ:რამინ მაჭარაშვილი- აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს;ნესტან ანანიძე – საფრთხეზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობას ემუქრება აჭარაში;ჯემალ საგინაძე – გოდერძის განვითარების

შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში Read More »

ხის მეჩეთების ტური

28-29 სექტემბერს სოლიდარობის თემმა განახორციელა აჭარაში ხის მეჩეთების ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და სხვა დაინტერესებული პირები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების – ხის მეჩეთების ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ღირებულებები. მონაწილეებმა მოინახულეს 8 მეჩეთი, აქედან 7 ქედის და 1 შუახევის მუნიციპალიტეტში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ როგორც სტატუსის

ხის მეჩეთების ტური Read More »

გენდერული უთანასწორობა მაღალმთიან აჭარაში

გენდერული უთანასწორობა ფართოდ გავრცელებული საკითხია მსოფლიოს მრავალ საზოგადოებაში და გამონაკლისი არც მაღალმთიანი აჭარის რეგიონია. ამ რეგიონში ტრადიციული და კულტურული ნორმები ხშირად კარნახობს ინდივიდების როლებსა და პასუხისმგებლობებს მათი სქესის მიხედვით, რაც იწვევს უთანასწორო მოპყრობას და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალების მიმართ. მაღალმთიან აჭარაში მამაკაცები, როგორც წესი, განიხილება, როგორც ძირითადი მარჩენალი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ოჯახების უზრუნველყოფაზე ფიზიკური

გენდერული უთანასწორობა მაღალმთიან აჭარაში Read More »

Map of ajara’s mosques

Ajarian wooden mosque tour map has been produced with the support of the United Nations Development Programme (UNDP) and Norway. Its contents are the sole responsibility of the Solidarity community and do not necessarily reflect the views of UNDP and Norway. Become  Part Of The Diversity Let’s come together to celebrate our rich cultural heritage

Map of ajara’s mosques Read More »

აჭარის მეჩეთების რუკა

წინამდებარე რუკა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით კი, აჭარის ხის მეჩეთების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. რუკაზე დატანილია ხის მეჩეთების საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც გამოირჩევა თავიანთი ადგილმდებარეობით, ექსტერიერისა და მდიდარი ინტერიერის ურთიერთკავშირითა და ცალკეული არქიტექტურული დეტალების მაღალი მხატვრულობით. ეს უნიკალური ხის მეჩეთები ქართველი ხალხის მრავალფეროვანი კულტურისა და არქიტექტურული შემოქმედების მოწმეა. გახდი მრავალფეროვნების ქომაგი  მეჩეთებში გადაღებული ფოტოების რომელიმე სოციალური მედიის

აჭარის მეჩეთების რუკა Read More »

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები

მე ვარ ციცინო დავლაძე. 2000 წელს სამცხის ერთ პატარა სოფელში ქართველი მუსლიმების ოჯახში დავიბადე. იმ პერიოდში საშუალო ფენის ხალხისათვის სწავლა-განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, თუმცა, მშობლები, რომელთაც სოფლის ჯაფით ჰქონდათ ქანცი გაცლილი, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის, რომ მომავალი არა თოხსა და ბარზე აგვეწყო, არამედ წიგნებზე.  ჩემს სოფელში ბაღი არ იყო. სკოლაში მისვლამდე დათვლა და წერა-კითხვა ბებია-ბაბუამ

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები Read More »