დღევანდელ რეალობაში ნათლადაა გამოყოფილი საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ეხმაურება – იქნება ეს ქალთა შრომითი თუ სექსუალური/რეპროდუქციული უფლებები, გარემოსდაცვითი სამართლიანობა თუ გენდერული თანასწორობა, ფემინისტი და ქვიარ აქტივისტების უსაფრთხოება, მათი აღიარება და მათზე ზრუნვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ძველი დროიდან იბრძოდნენ ქალთა თანასწორობისათვის. ამის მაგალითი კი კატო მიქელაძე – ფემინისტი, პუბლიცისტი და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა. 1917-1918 წლებში მან რეგიონალური ქსელი “ქალთა ლიგა” ჩამოყალიბა. გამოსცა ქართული გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” და ამ გზით მან ბევრ ნიჭიერ ქალს შეუწყო ხელი.
თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილი კვლავ სტერეოტიპულ გარემოში ცხოვრობს, სადაც მუდმივად ირღვევა ქალთა უფლებები და აღნიშნული ფაქტი ჩვეულებრივ ქმედებად აღიქმება. ამგვარად, ქალები ექცევიან გარშემომყოფების ზეგავლენის ქვეშ, ხშირად იჩაგრებიან და ხვდებიან ბულინგის მსხვერპლი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ადამიანის თანდაყოლილი და ბუნებრივი უფლება – თავისუფლება სურთ.
რაც შეეხება აღმოფხვრის გზას, მიმაჩნია რომ საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ვფიქრობ, თითოეულ ადამიანშია რაღაც ისეთი, რისი სხვისთვისაც გაზიარება ღირებულია. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ვინმესთვის გახდეს შთაგონების წყარო, ბიძგის, იმპულსის მიმცემი, მოტივატორი.
უბრალოდ გვახსოვდეს – ქალთა მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
საზოგადოების თითოეულმა წევრმა, აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის!
ლიზი ცეცხლაძე – საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლის წევრი
ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.