
თორნიკე აბულაძე – აღმასრულებელი დირექტორი;
ელ. ფოსტა: Tornikeabuladze.sc@gmail.com
თორნიკე აბულაძე არის სოლიდარობის თემის აღმასრულებელი დირექტორი. თორნიკეს აქვს დასრულებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი სოციოლოგიის და ფილოსოფიის მიმართულებით. ამჟამად, სწავლობს ამავე უნივერსიტეტში სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

ჰურიე აბაშიძე – ქართველი მუსლიმების უფლებრივი საკითხების პროგრამის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: H.abashidze@gmail.com
ჰურიე აბაშიძე, ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ჰურიე არის სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელი და ქართველი მუსლიმების უფლებრივი საკითხების პროგრამის მენეჯერი. არის სამოქალაქო აქტივისტი და ადამიანის უფლებათა ტიტის ჯილდოს მფლობელი

ზაზა მიქელაძე – ქართველი მუსლიმების უფლებრივი საკითხების პროგრამის კოორდინატორი
ელ. ფოსტა: Zaza.mikeladze1994@gmail.com
ზაზა მიქელაძე არის სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელი და ქართველი მუსლიმების უფლებების საკითხებში კოორდინატორი. ზაზას აქვს დასრულებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე არის სამოქალაქო აქტივისტი, ორგანიზაცია სამოქალაქო დარბაზის თანადამფუძნებელი და თანახელმძღვანელი, პარლამენტის თანამშრომელი.

მაია რიჟვაძე – მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი
ელ. ფოსტა: Mrijvadze@gmail.com
მაია რიჟვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი და კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი. მაია არის “სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელი, მარკერინგისა და პიარის მენეჯერი, ამჟამად პრაქტიკას გადის გერმანიაში კლაინვაჰაუსის სპეციალური საჭიროების სკოლაში.

ნესტან ანანიძე – ქალებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების პროგრამის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: Ananidzenest@gmail.com;

ავთო შერვაშიძე – რეგიონალური და სათემო პროგრამების კოორდინატორი
ელ. ფოსტა: Avtoshervashidze09@gmail.com;
ავთო შერვაშიძე არის სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელი და რეგიონალური და სათემო განვითარების პროგრამის კოორდინატორი. სწავლობს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტაჟირებას გადიოდა სხვადასხვა არასამთვარობო ორგანიზაციაში, მუშაობდა განათლების სფეროსა და ჟურნალისტიკაში. დაინტერესებულია უმცირესობების უფლებებით, ეკოლოგიით, ფოტო/ვიდეოგრაფიით.

გიორგი რიჟვაძე – დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: Giorijvadze1997@gmail.com
გიორგი რიჟვაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი. ამჟამად, სწავლობს ამავე უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგსიტრო პროგრამაზე. გიორგი არის სოლიდარობის თემის წევრი და დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი.
