ქართველი მუსლიმები

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, როგორც მუსლიმი, მათ შორის თავსაფრიანი ქალების უფლება” მიზნად ისახავდა აჭარაში მუსლიმი ქალებისთვის დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზრდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, ვიდეო მასალა და თავსაფრიანი ქალების გამოცდილების შესახებ ბლოგები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 4940 დოლარს.

ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაცია

“ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაციის” კამპანია მიზნად ისახავდა ისლამური კულტურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, რაც “ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დააფინანსებულია ევროკომისიის მიერ და განახორციელა “ფიფლ ინ ნიდ-მა” (People In Need). აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 13,200 ლარს.

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარაში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობის თაობაზე

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები

მე ვარ ციცინო დავლაძე. 2000 წელს სამცხის ერთ პატარა სოფელში ქართველი მუსლიმების ოჯახში დავიბადე. იმ პერიოდში საშუალო ფენის ხალხისათვის სწავლა-განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, თუმცა, მშობლები, რომელთაც სოფლის ჯაფით ჰქონდათ ქანცი გაცლილი, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის, რომ მომავალი არა თოხსა და ბარზე აგვეწყო, არამედ წიგნებზე.  ჩემს სოფელში ბაღი არ იყო. სკოლაში მისვლამდე დათვლა და წერა-კითხვა ბებია-ბაბუამ …

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები Read More »

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში

საქართველოში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა სხვადასხვაგვარია; ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების გამოწვევები. სხვადასხვაგვარია აჭარაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა, რადგან კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზეც განსხვავდება ქალების ყოფაცხოვრება კლასის, განათლების, რელიგიის, კულტურის მიხედვით. შესაბამისად, აჭარელი მუსლიმი ქალების პრაქტიკები და ცხოვრების სტილი განსხვავდება სხვა რეგიონში თუ დედაქალაქში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობისგან. აღნიშნული კვლევა მიმართულია აჭარაში მცხოვრები თავსაფრიანი მუსლიმი ქალების …

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება ხევანშენის მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე

სოლიდარობის თემი კრიტიკულად აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტს, რომლის თაობაზეც პირველად 6 აპრილს ადგილობრივმა მედია საშუალება – სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.1 აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სახალხო დამცველს თავიანთი პასუხისმგებლობებისა და მანდატის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ხევაშენის …

სოლიდარობის თემის განცხადება ხევანშენის მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე Read More »

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს. …

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

ქართული კულტურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკურ და რელიგიურ მახასითებლებს. აღნიშნულ მრავალფეროვნებაში ისლამურ კულტურას და ქართველ მუსლიმებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად დღეისათვის ქართულ-ისლამური კულტურის კვალი თითქმის გამქრალია ან/და დაფარულია ქართულ საჯარო კულტურაში. აღნიშნულ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრებაზე, კერძოდ სოფელ „ზუნდაგას მეჩეთზე“, რომელიც ნაკლებად პოპულარულია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის …

ზუნდაგას მეჩეთი Read More »

ჭვანის მეჩეთი

ჭვანის ხის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ვარჯენაულის უბანში მდებარეობს და აგებულია 1894-1895 წლებში. სამწუხაროდ, მშენებლის ვინაობა უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხის მეჩეთებს, რომელთა ექსტერიერი ჩვეულებრივი აჭარულის ხის სახლების მსგავსია, ადგილობრივი მოსახლეობა აგებდა. ხოლო, ინტერიერის – ხის ჩუქურთმებისა და ნახატების ავტორნი, როგორც წესი, ლაზი ოსტატები არიან. შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი, რომელიც ჰოლში შედის. დიდი …

ჭვანის მეჩეთი Read More »

ბეღლეთის მეჩეთი

ბეღლეთის მეჩეთი, რომელიც 300 წელზე მეტს ითვლის,  ერთ–ერთი უძველესია აჭარაში. გადმოცემის თანახმად 1650-1700 წლების შუალედშია აგებული. თუმცა, მის ნაცვალდ არსებობდა პირველი შენობა, რომელიც დამწვარა.  XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო, შემდეგ  ლაზი ოსტატები მოუწვევიათ და შენობა  ორნამენტებითა და ნახატებით შეუმკიათ. მეჩეთის საძირკველი ქვისაა, საკუთრივ შენობა კი …

ბეღლეთის მეჩეთი Read More »