საკონკურსო ბლოგი

საქმეები ცხოვრებისთვის

გუშინ გავიზარდე, ან გუშინ წინ, რა ვიცი. მაშინ, როცა უფრო პატარა ვიყავი და უფრო მიამიტი, სულ ვფიქრობდი, როგორი იყო დიდად ყოფნა. მინდოდა ბებიაჩემივით მეც ,,გამტყდომოდა ძილი“ და მთელი ღამე ისე გამეთენებინა, რომ ,,თვალი თვალზე არ დამედო“.   ზაფხულის არდადეგებს ყოველთვის, ბეშუმში, ბებიასთან ვატარებდი. ბებიაჩემი მზრუნველი ქალია, ვფიქრობ, ზედმეტად მზრუნველიც, სწორედ ამ მიზეზით მაძინებდა ყოველთვის მასთან. მიუხედავად […]

საქმეები ცხოვრებისთვის Read More »

წერილი მომავალს

 სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, აქამდე ეს რუტინა არ იყო ისე მოსაწყენი, როგორც ახლა. ვაკვირდები სარეკლამო ბანერებს, განცხადებებს და თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, საუბარში ერთმანეთთან გაზიარებული გულისტკივილიც საერთოა, თუმცა ჩურჩულით წარმოთქმულ ფრაზებში ზოგიერთი სიტყვა გაუგებარიც კია. აზრი ერთია: დაბალი ხელფასები; მაღალი ფასები; განათლების დაბალი ხარისხი; ნეპოტიზმი; კორუფცია; ჯანმრთელობის პრობლემები; შვილების მომავალზე წუხილი…    სახლში

წერილი მომავალს Read More »

მიმართვა უფროს თაობას!

ძვირფასო უფროსო თაობავ, ჩვენი ქვეყანა რთულ გზას გადის. თქვენ ბევრს გაუძელით, ბევრი გინახავთ, ბევრი გადაგილახავთ, მაგრამ დღეს, ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ, ახალგაზრდები, ვგრძნობთ ამ სირთულეებს ყოველდღიურად – განათლების დაბალი ხარისხი, დასაქმების პრობლემები, უთანასწორობა, ეკოლოგიური კატასტროფები… ხშირად გვსმენია, რომ ახალგაზრდები „ცხოვრებისეულ გამოცდილებას“ მოკლებულები ვართ და ამიტომ ვერ ვხვდებით, „რეალური ცხოვრება“ როგორია. მაგრამ რეალობა სწორედ ჩვენს

მიმართვა უფროს თაობას! Read More »

12 წელი ოცნებების ჩრდილში

დილის 8 საათი იყო. სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. რუტინულად ხის კარადა გამოვაღე, ევროკავშირის ჭიქა ავიღე და დედაჩემის მიერ ადუღებული წყალი ჩავასხი. წყალი არც ისეთი ცხელი იყო, როგორც სხვა დღეებში. დილის სუსხით შეციებულ ფანჯარასთან მივედი და გორას დავუწყე ცქერა. ბავშვობიდან ამ გორის გადალახვაზე ვოცნებობდი, თუმცა აქედან ისე მივდივარ, ოცნება გაუნძრეველი ბოძივით მრჩება. უცებ ტელევიზორის ხმა შემომესმა, მეუცნაურა,

12 წელი ოცნებების ჩრდილში Read More »

თამარის ბრძოლა ყოველდღიურ სტიგმებთან

– დილა მშვიდობის, თამარ! საით მიიჩქარი?  – ბიბლიოთეკაში მივდივარ, ძია სოსო. – ყოჩაღი ხარ. ჩემო გოგო, შაბათ დღესაც არ ისვენებ. შენ თუ გვასახელებ ჩვენს გვარში, აბა შენს ბიძაშვილს ჰკითხე, ერთი წიგნი თუ წაუკითხავს ჯერ. შენისთანა გოგო ასეთი მონდომებულია, ამას კიდე ყველაფერი აქვს, საღ-სალამათია და წიგნს მაინც ვერ გადააშლევინებ. სახეზე ღიმილი შეაშრა თამარს, ძია სოსოც მიხვდა, რაღაც

თამარის ბრძოლა ყოველდღიურ სტიგმებთან Read More »

ცვლილებების პირისპირ

ცხელი აგვისტოს ბუღი იდგა ეზოში. ნელთბილი წყლით ახლად „გახვანჭალებული“ ჩემი გოგოსთვის ჯერ კიდევ არ მქონდა თმები შემშრალებული, რომ ჭიშკრიდან ძახილი შემომესმა: – მასპინძელო! – მობრძანდით! – გავძახე და თან ჩქარ-ჩქარა შევხსენი ნახევრად სველი პირსახოცი ბავშვს, კუთხეში მივმალე და გარეთ გავეგებე სტუმარს. ეზოში ცუგა თავ-პირს იმტვრევდა. ვუთხარი, გაჩუმებულიყო. დამიჯერა, კუდი ამოიძუა და ღობესთან ჩუმად მიწვა. მე

ცვლილებების პირისპირ Read More »

მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა

“მერი დეიდა, მერი დეიდა, დედამ გთხოვათ, რძე, ჩლეჩილი ყველი და ახალი კაიმაღი თუ აქვსო”, – მსგავსი შეძახილებით იწყებოდა დილა ბეშუმში. იქ საზაფხულო არდადეგებზე 20 დღე გავატარე. ყოველ დღე ვხედავდი მოფუსფუსე ქალს, რომელიც იმ სახლთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც ვრჩებოდი. ის მესაქონლეობით იყო დაკავებული.  მერი დეიდა იალაღებზე ადრეულ გაზაფხულზე მიდის და გვიან შემოდგომამდე რჩება. მემთეური ქალის ყველა

მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა Read More »