დასრულებული პროექტები

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, როგორც მუსლიმი, მათ შორის თავსაფრიანი ქალების უფლება” მიზნად ისახავდა აჭარაში მუსლიმი ქალებისთვის დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზრდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, ვიდეო მასალა და თავსაფრიანი ქალების გამოცდილების შესახებ ბლოგები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 4940 დოლარს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება

“რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება” პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს მიეღოთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ესარგებლათ უფასო ექოსკოპიური გადაღების მომსახურებით. პროექტი დაფინანსებულია ფონდი ტასოს მიერ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 14760 ლარს

ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში

“ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში” პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სოლიდარობის თემმა ჩაატარა ინტენსიური 5 დღიანი ტრენინგ-კურსი ახალგარდებისთვის. ბანაკში მიღებული ცოდნა ახალგაზრდებმა გამოიყენეს მათივე თემში, კერძოდ, შეადგინეს პეტიციები და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 5166 გირვანქა სტერლინგს.

ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია მთიან აჭარაში

სოლიდარობის თემმა “ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია” განხორციელდა East-West Management Institute-ის სწრაფი რეაგირების გრანტის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ულტრამემარჯვენე და პრორუსული ნარატივების და გავლენების გავრცელების შემცირება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა $3,443 ამერიკულ დოლარს. Previous Next

ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაცია

“ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაციის” კამპანია მიზნად ისახავდა ისლამური კულტურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, რაც “ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დააფინანსებულია ევროკომისიის მიერ და განახორციელა “ფიფლ ინ ნიდ-მა” (People In Need). აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 13,200 ლარს.

სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ

მედიის განვითარების ფონდის დაფინანსებით “სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ” პროექტი მოიცავდა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს. კამპანიის ფარგლებში ვაწარმოეთ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია და ხელს შევუწყობთ მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.  პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობა რეალური ფაქტების გაყალბების მიზნით პროპაგანდის რა მეთოდებია გამოყენებული რუსეთ-უკრაინის ომის დროს. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა …

სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ Read More »

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” 8-თვიანი პროექტია, რომელიც დააფინანსა ევროკავშირმა (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 18433 …

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა Read More »