Ორგანიზაციებისთვის – “Სოლიდარობის თემი”, “პლატფორმა სალამ” და “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”, ძალზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე დამყარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის უმთავრესი ორიენტირი არის ადამიანია. Ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. Სწორედ ასეთი უწყებაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ინსტრუმენტი. თავის დროზე, ამ მექანიზმის შექმნა პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან. არსებობდა არა ერთი რეკომენდაცია ამ უწყების შემდგომი გაძლიერების და მანდატის გაფართოების მიმართულებით. თუმცა შეზღუდული მანდატის, დაფინანსებისა და ადამიანური რესურსების მიუხედავად, უწყებამ მოახერხა საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება და პატივისცემა. მიუხედავად იმისა, ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად და ფარულად დაიწყო დაჩქარებული წესით ამ ინსტიტუტის გაუქმების პროცესი პარლამენტში, უწყებასთან კომუნიკაციისა და ფართო განხილვების გარეშე.
კანონპროექტის განხილვის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი ემსახურება არა რეალურ რეფორმას, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, ნაცვლად მისი გაძლიერებისა და კიდევ უფრო მეტად გამართვისა. Აღსანიშნავია, რომ Კანონპროექტის ავტორების არგუმენტაცია ვერ უძლებს კრიტიკას.
ჩვენს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას ხელისუფლება უბრალოდ აუქმებს ჯეროვანი და ლეგიტიმური განმარტების, დემოკრატიული ჯგუფების და საერთაშორისო ან/და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებისა და კრიტიკის გარეშე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არადომინანტი ჯგუფების კონტექსტში.
სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და პატივი არსცა ქ-ნი ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტორს და კანონპროექტის შესახებ მისი დროული და სათანადო ინფორმირებაც არ მოხდა.
Ორგანიზაცია “სოლიდარობის თემი”, “პლატფორმა სალამ” და “ახალგა ცზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის” სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ინსპექტორს, ქ-ნ ლონდა თოლორაიას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა, თავდაუზოგავი შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.
Ამასთანავე, ვაღიარებთ რა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ როლს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
1. შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.
2. მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
3. Არ შეუქმნას საფრთხე მყიფე ქართულ დემოკრატიას და უზრუნველყოს სათანადო პროცესის წარმართვა.